საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა. ქანთარიას აზრით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეების თანამდებობაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის დანიშვნა კონსტიტუციით უნდა აიკრძალოს.
„კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება დაიკავოს უცხო ქვეყნის მოქალაქემ და საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც პარალელურად გააჩნია უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. ჩემი მოსაზრებაა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობასთან დაკავშირებითაც კონსტიტუციაში იგივე აკრძალვა უნდა დაწესდეს", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.