„უდანაშაულო ლონდონელების წინააღმდეგ განხორციელებული საზარელი ტერაქტი", - ასე შეაფასა ლონდონის მერმა სადიქ ხანმა ბრიტანეთის დედაქალაქის გარეუბანში მომხდარი თავდასხმა.
ლონდონში, ფინსბერი პარკის რაიონში მომხდარი შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.
როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი 48 წლის მამაკაცია. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 00:20 საათზე მოხდა. მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. დამნაშავე დააკავეს.
ლონდონში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.