logo_geo
eng_logo
„უდანაშაულო ლონდონელების წინააღმდეგ განხორციელებული საზარელი ტერაქტი“ - ლონდონის მერი თავდასხმაზე
- +

19 ივნისი. 2017. 10:25


„უდანაშაულო ლონდონელების წინააღმდეგ განხორციელებული საზარელი ტერაქტი", - ასე შეაფასა ლონდონის მერმა სადიქ ხანმა ბრიტანეთის დედაქალაქის გარეუბანში მომხდარი თავდასხმა.


ლონდონში, ფინსბერი პარკის რაიონში მომხდარი შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა.


როგორც ცნობილი გახდა, გარდაცვლილი 48 წლის მამაკაცია. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.


შემთხვევა ადგილობრივი დროით 00:20 საათზე მოხდა. მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა. დამნაშავე დააკავეს.


ლონდონში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრებულია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner