logo_geo
eng_logo
„ოქროს ტალღა“ 2017-ის კონკურსში „ჯგუფი ალეგრო - GROUP ALLEGRO“ ათეულშია
- +

19 ივნისი. 2017. 11:41



მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალი „ოქროს ტალღა" 2017 ხმის მიცემა დასრულებულია.


125 ნომინირებულ სიმღერაში „ჯგუფი ალეგრო - GROUP ALLEGRO" კომპოზიციით „საქართველო" ათეულშია, რომელიც ასე გამოიყურება:


1. გია დავითიანი - ლეგენდა სიყვარულზე;


2. ეკუნა ყანჩაველი - What U Want;


3. გიორგი ბუშელაშვილი - ჩემო სამშობლო;


4. სოფო ბედია - გელოდი;


5. გიორგი წიკლაური - რაცა ვარ ესა ვარ;


6. ჯგუფი გამა - ქისტური;


7. თეატრალურის კვარტეტი - დედა;


8. გოჩა იაშაღაშვილი - თბილისო;


9. ჯგუფი იბერია - ჰოიდა ქალო;


10. ჯგუფი ალეგრო - საქართველო.



„ოქროს ტალღა" გახლავთ წლის მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ" დააფუძნა. მუსიკალური ღონისძიება უკვე მეოთხე წელია იმართება და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს.


„ჯგუფი ალეგრო - Group Allegro" მეგობრებსა და მსმენელებს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.


http://fortuna.ge/oqrostalga/jg-alegro-saqarthvelo/ 



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner