განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე დამწყებ პოლიტიკოსებს რჩევებს აძლევს და იმ შვიდ ძირითად უნარ-ჩვევას აყალიბებს, რომელიც ნებისმიერ წარმატებულ პოლიტიკოსს უნდა გააჩნდეს:
შვიდი მთავარი კანონი დამწყები პოლიტიკოსისათვის.
1. პოლიტიკური გუნდის ერთგულება. მისი პოლიტიკური გუნდის ინტერესების მაქსიმალური დაცვა და პრინციპულობა.
2. 25 სვლიანი ჩახლართული კომბინაცია და ინტრიგა ეს არ არის პოლიტიკა. პოლიტიკოსობა ეს არის მოწოდება და ალღო. იდეალურად "გაწერილ" მაგ 25 სვლიან კომბინაციაში შეიძლება ჩათული საერთოდ არ იყო, მაგრამ 24-ე სვლაზე იგრძნო, "იყნოსო" და სულ სხვანაირად დაალაგო.
3. პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ სისტემას ამ გადაწყვეტილების მიზნის მისაღწევად ამუშავებს.
4. განათლება, ეს არის მთავარი კომპონენტი. თუ ხარ პოლიტიკოსი და გაქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები აუცილებელია იყო კონკრეტულ სფეროში პროფესიონალი, გქონდეს კონკრეტულ სფეროში როგორც მუშაობის ისე ამ სფეროს პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობის გამოცდილება. დამატებით კარგიაშენი კონკრეტული სპეციალობის სამეცნიერო ხარისხი, ლექციები და ა.შ.
5. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი რეალობიდან გამომდინარე 2 უცხო ენის მინუმუმ კარგ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა კარგი აქცენტირებული წაკითხვის უნარით (მაგ: მინიმუმ B2). რუსულის რეგიონალური ფაქტორიდან გამომდინარე და ინგლისურის საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე (ასევე გერმანული, ფრანგული და ა.შ. ) რატომ საკომუნიკაციო? იმიტომ რომ ურთიერთობა საერთაშიროსო პარტნიორებთან ყალიბდება ჯერ პირველ რიგში პირადი კონტაქტებით და ეს არის მთავარი ძაფი. შემდეგ საკანონმდებლო და ა.შ. ეს მარტივია ყველა დელეგაციას და ა.შ. ყავს ოფიციალური თარჯიმანი, რომელიც ამ ფორმალობას აგვარებს.
6. პოლიტიკური ქარიზმა, საჯარო გამოსვლა, ეთერებში აქტივობა, სწორი პოზიციონირება, დებატის ჯერ კულტურა და შემდეგ უნარი, მოსმენის და სწორი ანალიზის უნარი.მარტივად, საზოგადოებისათვის მისაღები ენით.
7. სხეულის ენა, ვიზუალი და გამართული მეტყველება.
ეს არის ის მინიმუმი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომელსა უნდა 21 საუკუნის "დიდ ავიაციაში" ჯერ შესვლა უნდა და შემდეგ ყოფნას უკვე სხვა პუნქტებიც ემატება.
P.S. არაფერს ვამბობ პატრიოტიზმზე, მიზნებზე და ა.შ. ეს ცალკე საუბრის თემაა.