რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთში მოკლული რუსეთის ელჩის თანამდებობაზე ალექსეი ერხოვი დანიშნა.
ელჩად დანიშნვამდე ერხოვი რუსეთის საგარეო უწყების კრიზისული ცენტრის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში, სტამბოლში რუსეთის გენერალური კონსული იყო.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი, 2016 წლის დეკემბერში, ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.