logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინმა თურქეთში მოკლული ელჩის თანამდებობაზე ალექსეი ერხოვი დანიშნა
- +

19 ივნისი. 2017. 14:08



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთში მოკლული რუსეთის ელჩის თანამდებობაზე ალექსეი ერხოვი დანიშნა.


ელჩად დანიშნვამდე ერხოვი რუსეთის საგარეო უწყების კრიზისული ცენტრის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში, სტამბოლში რუსეთის გენერალური კონსული იყო.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი, 2016 წლის დეკემბერში, ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner