ლონდონში, „გრენფელ თაუერში" მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა.
ლონდონის პოლიციის წარმომადგენლის სტიუარტ კანდის განცხადებით, ამ დროისთვის ხუთი პირის იდენტიფიცირება მოხდა.
„საზარელი რეალობა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრი მსხვერპლის იდენტიფიცირება შეუძლებელი იქნება", - აცხადებს სტიუარტ კანდი.