logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: როგორც შს მინისტრი, გამოვრიცხავ, რომ...
- +

19 ივნისი. 2017. 15:14



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში ე.წ. „ჩადების" თემაზე ისაუბრა. მინისტრი გამორიცხავს, რომ ამგვარ ქმედებას სისტემური ხასიათი ჰქონდეს. აქვე აღნიშნა, რომ ყველა, ვინც მსგავსი მეთოდის გამოყენებას გადაწყვეტს, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე.


როგორც შს მინისტრი, კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ ამას სისტემური ხასიათი ჰქონდეს. ამის თეორიული ალბათობა, როცა სისტემაში თითქმის 40 ათასი ადამიანი მუშაობს, შესაძლოა, არსებობდეს. მაგრამ მე მაქვს ჩემი მკაცრი პოზიცია ამასთან მიმართებაში და ამის თაობაზე იცის პოლიციის ყველა დანაყოფის ხელმძღვანელმა და უწყების თითოეულმა თანამშრომელმა. ჩვენ ვერ დავუშვებთ, ვიცხოვროთ სახელმწიფოში, სადაც იარსებებს წარსულის ამგვარი მანკიერი პრაქტიკა. თუკი ვინმე მსგავსი მეთოდის გამოყენებას გადაწყვეტს, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე. ამისთვის არსებობს შესაბამისი დანაყოფი ჩვენს უწყებაში, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner