logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი აფგან მუხთარლის საქმეზე: მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ
- +

19 ივნისი. 2017. 15:14



სანამ გამოძიება შუალედურ შედეგებს არ დადებს, მე ამ საკითხზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ისაუბრა.


გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩატარდა ასობით საგამოძიებო მოქმედება. ამავდროულად, ჩვენ უკვე მივმართეთ აზერბაიჯანულ მხარეს, მოეცათ შესაძლებლობა, ჩვენი გამომძიებელი ჩასულიყო აზერბაიჯანში და აფგან მუხთარლი დაეკითხა. გვინდა, პირადად მისგან შევიტყოთ მის საქმესთან დაკავშირებული დეტალები, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის. ვიტყოდი, რომ, სამწუხაროდ, შეფასებები, რაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით აქამდე გაკეთდა, ძირითადად ცალმხრივ პოზიციაზე დაყრდნობით იყო. სამწუხაროდ, აიტაცეს ყველაზე აბსურდული ვერსიებიც კი. იცით, რომ შსს­სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენ მათ მიმდინარე გამოძიების შესახებ ვესაუბრეთ. როგორც მოგახსენეთ, ამ თემასთან დაკავშირებით გვაქვს კომუნიკაცია აზერბაიჯანულ მხარესთან. ასე რომ, ვისურვებდი, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ნუ გავაკეთებთ წინასწარ შეფასებებს, სანამ არ დადგინდება საქმესთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებები", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner