logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ახლა პირველად დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას...
- +

19 ივნისი. 2017. 15:26


 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში „ბირჟა მაფიას" ვიდეორგოლთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს იყო სამართალდამცავებისა და ზოგადად, მთელი პოლიციის დაკნინებისა და შეურაცხყოფის მცდელობაა.


 „სხვათა შორის, აქამდე არ გამიკეთებია ჩემი შეფასება ამ ახალგაზრდების კლიპთან დაკავშირებით და ახლა პირველად დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას. სიმართლე გითხრათ, ეს კლიპი მოგვიანებით ვნახე, როცა მათი დაკავება მათ ნამუშევარს დაუკავშირეს. არც იმდენი თავისუფალი დრო მაქვს, რომ ინტერნეტში რომელიმე რეპ­ჯგუფის სიმღერებს ვუსმინო. მაგრამ, თუ გამოხატვის თავისუფლებაზე ვისაუბრებთ, მგონი, მეც მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი აზრი, როგორც მოქალაქემ და როგორც ამ ქვეყნის შს მინისტრმა. ჩემთვის ეს არის ქვეყნის სამართალდამცველების შეურაცხყოფის მცდელობა. ეს არ იყო ერთი რომელიმე კონკრეტული ფიგურის გაშარჟება, ეს იყო განზოგადებულად - მთელი პოლიციის დაკნინების მცდელობა. პოლიცია კი არის ის, რაზეც ქვეყნის უსაფრთხოება დგას და სადაც ბევრი, საქმისა და ქვეყნისადმი თავდადებული და პროფესიონალი ადამიანი მუშაობს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner