ზაზა დარასელის მემორიალური ტურნირი მინი-ფეხბურთში ორგანიზატორი, ჟურნალისტი გოჩა ხუნდაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:
„ხვალ, 20 ივნისს, ზაზა დარასელის დაბადების დღეა. ტრადიციულად, სწორედ ამ დღეს იმართება ზაზას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალი. სპორტკომპლექს „არენას" დარბაზში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან პირველი არხისა და აფხაზეთის გუნდები. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. გელით ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ზაზას ხსოვნა", - წერს გოჩა ხუნდაძე.