logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: მონარქია ერთადერთი მისაღები ფორმაა ისეთი ტრადიციული ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა
- +

19 ივნისი. 2017. 16:37


„ვფიქრობ, ეს ერთადერთი მისაღები ფორმაა ისეთი ტრადიციული ქვეყნისთვის, როგორიც არის საქართველო", - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „TV-პირველის" ეთერში კონსტიტუციური მონარქიის შესახებ განაცხადა. ხაინდრავას აზრით, საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს.


„მინდა გითხრათ, რომ ყველა დამპყრობელი, რომელიც საქართველოში შემოდიოდა, ცდილობდა გაეუქმებინა მონარქია და ეკლესია. ეს არის ორი ბურჯი, რომელზეც ყოველთვის იყო დაყრდნობილი საქართველო და მისი მომავალი... ყველა ქვეყანა, სადაც კონსტიტუციური მონარქიაა, არის მაგალითი წარმატების, კეთილდღეობის, სიმშვიდისა და  დემოკრატიის. არაერთხელ მითქვამს და ამის გამო თავდასხმის ობიექტიც კი გავმხდარვარ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა საქართველოში არ გაამართლა. ამიტომ, ეს ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner