logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: მთავრობას ირჩევ იმისთვის, რომ გემსახუროს და არა იმისთვის, რომ გიყვარდეს!
- +

19 ივნისი. 2017. 17:08


„მთავრობა არ უნდა გიყვარდეს. მთავრობას ირჩევ იმისთვის, რომ გემსახუროს და არა იმისთვის, რომ გიყვარდეს", - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „TV-პირველის" ეთერში განაცხადა. როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, საქართველოში კერპთაყვანისმცემლობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს.


„მთავრობა მხოლოდ ისეთ დაკომპლექსებულ საზოგადოებაში შეიძლება უყვარდეთ, როგორიც აქამდე იყო, როდესაც უყვარდათ პრეზიდენტი და ა.შ. მთავრობა არ უნდა გიყვარდეს. მთავრობას ირჩევ იმისთვის, რომ გემსახუროს და არა იმისთვის, რომ გიყვარდეს. იმისთვის, რომ საქართველოში კერპთაყვანისმცემლობა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს, ღმერთმა, თავის დროზე, მირონცხებული მეფე მოიგონა და მადლობა ღმერთს, ქართულ სახელმწიფოს ისეთი ნათელი გვარი და ისეთი ნათელი სამეფო კარი ჰქონდა, როგორიც არის ბაგრატიონთა გვარი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდნენ ქვეყანას. საქართველო არის იშვიათი გამონაკლისი მთელ მსოფლიოში, სადაც არცერთი აჯანყება და ბუნტი არ ყოფილა მეფის  წინააღმდეგ. პირველი, რასაც დამპყრობლები აკეთებდნენ, ცდილობდნენ, რომ საქართველოში მონარქია გაეუქმებინათ, იმიტომ, რომ ესმოდათ მისი მადლი და ძალა", - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner