logo_geo
eng_logo
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ილია მეორე სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას აღავლენს
- +

7 აპრილი. 2016. 10:39



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, მღვდელმთავრებთან და ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად წირვას ასრულებს.



პატრიარქმა ტაძარში ის ადგილი მოილოცა, სადაც უფლის კვართია დაფლული.



მსახურებაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და მთავრობის წევრებსაც ელოდებიან. მათთვის ტაძრის მარჯვენა მხარეს სპეციალურად ადგილია გამოყოფილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner