ლეკა მენაბდიშვილი: ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 2019 წლიდან მიიღებს პირველ სტუდენტებს...
-
+
19 ივნისი. 2017. 19:22
ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი 2019 წლიდან მიიღებს პირველ სტუდენტებს... უნივერსიტეტი 60 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. პროექტის ბიუჯეტი, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, 1 მილიარდ ევროს შეადგენს, პროექტს მთლიანად აფინანსებს ფონდი „ქართუ".
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა" , - წერს მენაბდიშვილი.