ევროპარლამენტის წარმომადგენლის ჯაუმე დაჩ გუილოს განცხადებით, ერთ-ერთი თვითმკვლელი, რომელმაც ბრიუსელში 22 მარტს თავი აიფეთქა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროპარლამენტში დამლაგებლად მუშაობდა.
ევროპარლამენტის წარმომადგენელს ტერორისტის ვინაობა არ დაუკონკრეტებია. მისი ინფორმაციით, 2009-2010 წლებში აღნიშნული პირი იმ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც ევროპარლამენტში სამუშაოებს ასრულებდა.
სააგენტო „როიტერი" ევროკავშირის სტრუქტურების ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ეს შესაძლოა, ნაჯიმ ლააშრაუი იყოს, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში თავი აფეთქა. სააგენტოს თანახმად, ევროპარლამენტში მუშაობის პერიოდში მას კრიმინალური წარსული არ ჰქონია.