logo_geo
eng_logo
ბრიუსელის ტერაქტების ერთ-ერთი თვითმკვლელი ევროპარლამენტში მუშაობდა
- +

7 აპრილი. 2016. 10:46



ევროპარლამენტის წარმომადგენლის ჯაუმე დაჩ გუილო განცხადებით, ერთ-ერთი თვითმკვლელი, რომელმაც ბრიუსელში 22 მარტს თავი აიფეთქა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ევროპარლამენტში დამლაგებლად მუშაობდა.



ევროპარლამენტის წარმომადგენელს ტერორისტის ვინაობა არ დაუკონკრეტებია. მისი ინფორმაციით, 2009-2010 წლებში აღნიშნული პირი იმ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც ევროპარლამენტში სამუშაოებს ასრულებდა.



სააგენტო „როიტერი" ევროკავშირის სტრუქტურების ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ეს შესაძლოა, ნაჯიმ ლააშრაუი იყოს, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში თავი აფეთქა. სააგენტოს თანახმად, ევროპარლამენტში მუშაობის პერიოდში მას კრიმინალური წარსული არ ჰქონია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner