logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ინსულტის თემამ არ გაამართლა, გრაფიკი შეიცვალა, მზე უნდა დააბნელონ!
- +

19 ივნისი. 2017. 20:59


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აჰა, როგორც ვვარაუდობდი, ელიკო კილაძემ გრაფიკი შეცვალა - ვინაიდან ინსულტის ვარიანტმა არ გაამართლა, ახლა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვა დააყენა დღის წესრიგში:

 

„თქვენ საკუთარი ანგარიშების გაყინვას უნდა მოესწროთ! იყავით მუდამ ჯანმრთელი, უვნები და საღი ბ-ნო ბიძინა! გულით გისურვებთ ჯანმრთელობას-თქვენ საკუთარი ანგარიშების გაყინვას უნდა მოესწროთ! მალე თან! ეს იქნება სამართლიანობის ზეიმი. რა მიქელა, რის ინსულტი"!

 

ფილმი მონანიება გახსოვთ, ხომ? იქ რომ კაცი დარბის და მზეს ემუქრება, დაგაბნელებო, აეგ მომენტია ზუსტად. ის კაცი, ვარლამ არავიძე ვითომ თოფით დარბის, დავლურს უვლის, ჟინიანობს, იცინის, ჰმ... დაგაბნელებო!

 

ესეც იმუქრება: ახლა ივანიშვილის ანგარიშები უნდა დააყადაღოს...

 

გაუშვით, დაიღლება და დაწყნარდება, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს!" - წერს ზედელაშვილი. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner