logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: მონარქია და მონარქი - ერის, ხალხის, მოსახლეობის გამაერთიანებელი სიმბოლოა!
- +

19 ივნისი. 2017. 21:37


ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მონარქია ჩემთვის:

 

ამდენი წლის განმავლობაში ვერც ცეკას მდივნებმა, ვერც გულწრფელმა დისიდენტებმა, ვერც მსოფლიო დონის პოლიტიკოსმა, ვერც რევოლუიცონერმა, ვერც ფინანსურად უზრუნველყოფილი მომავლის იმედმა, ვერ მოახერხა ერის, ხალხის გაერთიანება. მოდით და ვთქვათ (აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ გულის კუნჭულში ყველა ჩვენგანი ამას ფიქრობს), რომ ჩვენთვის, ქართველებისთვის არსებობის უმთავრეს პრინციპს უზენაესი სიმბოლო წარმოადგენს.

 

სიმბოლო, რომელიც მრავალჯერ გასხივოსნებულა ჩვენში და ამის ბოლო მაგალითი 2015 წლის ივნისი იყო.

 

მონარქია და მონარქი, დღეს აბსოლუტურად არ წარმოადგენს იმ ინსტიტუტს, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოებში გვისწავლია. ეს სწორედაც რომ ერის, ხალხის, მოსახლეობის გამაერთიანებელი სიმბოლოა. ეს ის ღირსებაა, რომელსაც ვერ შებღალავს ვერცერთი საერთაშორისო კომისია, ვერცერთი "გავლენიანი" არასამთავრობო ორგანიზაცია, ვერცერთი საპარლამენტო, თუ არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტია.

 

მონარქია ჩვენი, ქართველების შინაგანი, ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. ქვეცნობიერის გამოძახილი, რადგანაც ყოველი ქართველი თავის თავში პოტენციური ხელმწიფეა.

 

სწორედ ეს არის ის ერთადერთი და უზენაესი სიმბოლო, რომელიც თავის თავში ერთდროულად აერთიანებს მამულს, ენას და სარწმუნოებას. აერთიანებს დროშას, ჰიმნს, წინაპრებს და მომავალს. ეს ის შინაგანი რწმენა, ის ღირსებაა, რომლითაც აქამდე მოვედით და რომელსაც, ისევ და ისევ გავიმეორებ, გულში ვატარებდით ყველა" , - წერს გაბრიჭიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner