logo_geo
eng_logo
ია ანთაძე: ჩემი გადაცემები GDS-ზე ქართული ტელესივრცისთვის საამაყო იყო!
- +

19 ივნისი. 2017. 22:33


„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ „tvპირველის" გადაცემა „ხალხის პოლიტიკაში" ტელეკომპანია „ტაბულას" დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის მოსაზრებას იმაზე, რომ ანთაძე, მაღლაფერიძემ და სხვებმა GDS-ზე ვერ ივარგეს, ივანიშვილის ასეულობით მილიონს ხარჯავდნენ და ამიტომ ყოფილმა პრემიერმა ისინი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადასხა ასე უპასუხა:


„პირადად მე ტელეკომპანია GDS-ზე ორ გადაცემას ვაკეთებდი, ორივე გადაცემა არა მხოლოდ უპრეცენდენტო, არამედ საამაყო ქართული სატელევიზიო სივრცისთვის. ეს იყო არაჩვეულებრივი გადაცემები. ერთი ეს გახლდათ „მედიასტანდარტი", რომელშიც ქართული მედიის უდიდესი ნაწილი მონაწილეობდა დ დღემდე ეს არის გადაცემა, რომელსაც ჩემი კოლეგები და მეგობრები იყენებენ როგორც სალექციო მასალას. ეს იყო 18 გადაცემა. მართლა ძალიან ორიგინალური და ძალიან საინტერესო.

 

რეიტინგი რამდენი ჰქონდა არ ვიცი, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაცემა", - განმარტა ია ანთაძემ.


წამყვანის თხოვნაზე, რომ ანთაძეს აზრი დაესრულებინა ანთაძემ ასე უპასუხა: „არ მიყვარს ორ ხმაში საუბარი".


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner