თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტტაუსს აქვეყნებს:
„ჩემო თბილისელებო, თბილისის სტუმრებო და თანამოქალაქენო! არასდროს არ მომიმართავს თქვენთვის ასე ღია ტექსტით. ამ მომართვას საფუძვლად დაედო დღეს გავრცელებული უარყოფითი კონტექსტის განცხადებები, რომელიც პეკინის ქუჩის რეაბილიტაციას ეხება(დაწყებული საქმიანი შენიშვნებით და დამთავრებული პოლიტიკური(!) წყევლა-კრულვით). დღეს ბევრი მედია-საშუალება დამიკავშირდა ამ თემაზე, რამდენიმე გულმოდგინედ ცდილობდა მხოლოდ უარყოფით ნოტზე მესაუბრა. არ გამოვა ასე, მპეკინის ქუჩა სავალალო დღეშია, 50-იანი წლების შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა მიწისქვეშა კომუნიკაციების კუთხით. არ შეიცვალოს? როდემდე? ჩვენ ერთად უნდა მოვახერხოთ და ერთად უნდა გადავიტანოთ რეაბილიტაციით გამოწვეული დისკომფორტი. პირველი დღე იყო ერთგვარი საადაპტაციო პერიოდი და დღეიდან უკვე პრაქტიკულად საცობები აღარ არის.
უფრო მეტიც: ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი მთხოვს, რომ იქნებ მოძრაობის ასეთი სქემა დარჩეს მომავალშიც.
ჩვენ თუ სოლიდარულნი ვიქნებით, ყველანაირ პრობლემას დავძლევთ. ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლო საქმეა პეკინის ქუჩისთვის. ამ თემაზე საუბარი მომავალშიც გავაგრძელოთ", - წერს ოგბაიძე.