logo_geo
eng_logo
აფეთქება ოკუპირებულ სოხუმში - დაშავებულია ერთი ადამიანი
- +

20 ივნისი. 2017. 01:17


ოკუპირებულ სოხუმში აფეთქება მოხდა. დაშავებულია ერთი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.


არსებული ინფორმაციით, კალმიკოვის ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.


როგორც ადგილობრივები ყვებიან, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა მთელ ქალაქში გაიგეს.


აფეთქების შედეგად, დაზიანებულია მიმდებარე კორპუსები. ადგილზე ე.წ. გამომძიებლები მუშაობენ, თუმცა შემთხვევის ვერსიებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner