„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ტელევიზიების სხვადასხვა სტუდიებში ძალით მედია ექსპერტები და ჟურნალისტები ბჭობენ „საზმაუს" პრობლემებზე და არასდროს არც გუშინ და არც დღეს არ საუბრობენ „საზმაუს" ყოფილი ხელმძღვანელის თამარ კინწურაშვილის მიერ ტელევიზიის ქონების და დიდძალი თანხების განიავებაზე, გაჩანაგებაზე და განადგურებაზე", - წერს მჟავანაძე.