logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: თამარ კინწურაშვილმა „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ დაანგრია!
- +

20 ივნისი. 2017. 02:39


 

„თამარ კინწურაშვილი, რომელიც დღეს გვევლინება მედია ომბუცმენად არის ის ქალბატონი, რომელმაც დაანგრია „საზოგადოებრივი მაუწყებელი". მან ტელევიზიის მთელი ქონება გაყიდა", - ამის შესახებ კოკა ყანდიაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. როგორც ყანდიაშვილმა აღნიშნა, „საზოგადოებრივი მაუწყებელი" თამარ კინწურაშვილის მსგავსი პიროვნებებისგან უნდა განთავისუფლდეს.

 

„თამარ კინწურაშვილი, რომელიც დღეს გვევლინება მედია ომბუცმენად არის ის ქალბატონი, რომელმაც დაანგრია „საზოგადოებრივი მაუწყებელი". მან ტელევიზიის მთელი ქონება გაყიდა. დღეს კი, ეს ქალი გამოდის და სიტყვის თავისუფლებაზე გვესაუბრება, რომელიც ჯერ მიშამ დანიშნა, შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო და ახლა საერთოდ მედიას იცავს. რა თქმა უნდა, ასეთი აფსურდისგან უნდა განთავისუფლდეს „საზოგადოებრივი მაუწყებელი", - განაცხადა ყანდიაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner