logo_geo
eng_logo
22 ივნისს ოთარ მეგრელიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება
- +

20 ივნისი. 2017. 10:48




22 ივნისს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში ქართველი მხატვრის, კალიგრაფის, წიგნის ილუსტრატორის, მრავალი ქართული და უცხოური გამოცემების დამსურათებლის, ოთარ მეგრელიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.


ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 100-მდე ნამუშევარი მხატვრის ადრინდელი პერიოდის გრაფიკულ ნახატებს, „ქართული პორტრეტების" სერიის საუკეთესო ნიმუშებსა და კალიგრაფიულ მხატვრობას აერთიანებს.


აღსანიშნავია, რომ ოთარ მეგრელიძე არაერთი ქართული და უცხოური გამოცემის, მათ შორის სასკოლო ლიტერატურის დამსურათებელია. იგი ორიგინალური სტილის გრაფიკოსია, რომელსაც ამავე დროს შთამბეჭდავი ნამუშევრები აქვს ისეთ შემოქმედებით მიმართულებებში, როგორიცაა: ქსოვილის დიზაინი, ბატიკა, გობელენი, პოპარტი, ფერწერა და ანიმაციის გრაფიკა.


2010 წლიდან ხელოვანის ნამუშევრები ინახება მოსკოვის თანამედროვე კალიგრაფიის მუზეუმში.


ოთარ მეგრელიძის ნახატები არაერთხელ გამოიფინა საქართველოს, ჰოლანდიის, გერმანიის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და იუგოსლავიის სხვადასხვა ქალაქებში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, იაპონიის, საფრანგეთის, ინგლისის, აშშ-ს, ჰოლანდიის, ესპანეთის, გერმანიის და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.


გამოფენა ქართული ხელოვნების ფესტივალ „ქართული სული"-ს ფარგლებში, თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.


გამოფენა ხელოვნების სასახლეში 30 ივნისამდე გაგრძელდება.


Description: Image may contain: 16 people, people smiling




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner