logo_geo
eng_logo
„სულ რომ აფურთხო და აგინო ყოველდღე, პანჩურები ურტყა და თავში წამოარტყა, სადაც ნახავ...“
- +

20 ივნისი. 2017. 10:52



„საზოგადოებრივი მაუწყებლის" სტრატეგიული მართვის ცენტრის ხელმძღვანელი და მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის შესახებ წერს:


„არის საქართველოში ერთგვარი უთავმოყვარეო სპესიმენების კატეგორია, რომლებიც ყველაფერს გაპატიებენ, სულ რომ აფურთხო და აგინო ყოველდღე, პანჩურები ურტყა და თავში წამოარტყა, სადაც ნახავ... აბსოლუტურად ყველაფერს გაპატიებენ - დიდსულოვნად! გარდა - საკუთარი სიმხდალის, კორუმპირებულობის, გულისამრევი მლიქვნელობის, ოფლის სუნიანი ქანცგაწყვეტილი ოპორტუნიზმისა...

 

ასეთებმა 2009-ში ჩემი „ფსიქოდელიური ქრონიკის" შემდეგ შემამჩნიეს და ბევრად უფრო შემიძულეს, ვიდრე ისინი, ვისაც ჯერ თვითონ ესროდნენ ქვებს და ვინც დღეს მათვე უბრუნებს იგივე ქვებს.

 

გამოგიტყდებით, არც მე ვგიჟდები ამ საბრალო გრძელნისკარტა პერსონაჟებზე. მეტიც, უნდა გითხრათ, პარლამენტში, ქვეყნის უზენაეს ტრიბუნასთან თუ არ მახსენებენ თავიანთ ცილისმწამებლურ ბრიყვულ მონოლოგებში, არა მგონია ოდესმე გამახსენდეს მისი უბადრუკი არსებობა, სადაც არ უნდა ვცხოვრობდე და როგორი სტატუსიც არ უნდა მქონდეს - თუნდაც სულ უსახლკარო ლოთი მაწანწალის...

 

P.S. ეს სტატუსი, რა თქმა უნდა, ცუდ წრეში მოხვედრილ პინოქიო გოცირიძეს „ეზღვნება", რომელიც პარლამენტის ტრიბუნაზე ერთობ „მომზადებული" და კარგად ნაფიქრი სიტყვით გამოსულა და ფარდა აუხდია ჩემთვის - როგორც „ჯი დი ეს"-ის პარიზელი დესანტისთვის „საზოგადოებრივ მაუწყებელში", - წერს პაატა ქურდაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner