logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ახლა მეფე მოინდომა იმ ხალხმა, ვინც დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე აშაყირა
- +

20 ივნისი. 2017. 10:54




საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ჩვენი საზოგადოება ჭრელი და არაერთგვაროვანია. ნაწილი მოუთმენლად ელის ნეკროლოგს ცოცხალ ადამიანზე... ნაწილი ბაქიბუქობს და ვინმე... საქმის მკეთებელი კაცი თუ გამოჩნდა, ტონა ტალახს დაასხამს თავს... ნაწილი გეჩხუბება, - რატომ სოხუმს და ცხინვალს არ მიბრუნებო და თვითონ შიშისგან ძაგძაგებს. არც გზა იცის დაბრუნების, არც ერთი ადგილი აქვს, მაგრამ შენ გეჩხუბება. ნაწილი მარადიულ პესიმიზმშია, - რა აზრი აქვს? რა აზრი აქვს? თუ აზრი არა აქვს, რაღას იღვიძებ და იძინებ, დალოცვილო?! იწექი თავზესაბანგადახურული და დაელოდე ნეტარ აღსასრულს „პრუჟინიან კრაოტში", სხვებს რაღას უქრობ სიცოცხლის ხალისს?! ნაწილი „ძალიან წინაა". ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ სამშობლოს ნაცვლად, ტერიტორია შეგვრჩეს და ისიც - არა. მიწაც გავყიდოთ და პარკებიც, ძეგლებიც და მონუმეტებიც. ესაა მათი სულისკვეთება. ნაწილს პრეზიდენტი უნდა! ნაწილს- პარლამენტი, ნაწილს- პრემიერი, ნაწილს- არც ერთი, არც მეორე და არც მესამე. ახლა მეფე მოინდომა იმ ხალხმა, ვინც დავით აღმაშენებელიც აშაყირა და თამარ მეფეც. სხედან მთელი დღეა და იკვლევენ, ვის ვინ ჰყავდა ჯიშსა და ჯილაგში თავადი, თუ აზნაური. შენ თუ ხმას ამოიღებ, ეს აღმაშენებლისმაშაყირებელი ფისოები ბასრი თითუნიებით დაგკაწრავენ. ვინ ვართ, რანი ვართ, რა გვინდა და საით მივექანებით, ეს კითხვები მარადიულ კითხვებად რჩება ჩვენთვის. სოციალურ ქსელში არ შენდება ქვეყანა. ქვეყანა ამ სივრცის მიღმა უპატრონოდ გვრჩება, რადგან ყველა „ვაშენებთ", „ვაერთიანებთ", „ვიბრუნებთ" და ა. შ. მხოლოდ „ფეისბუქში", - წერს ირმა ინაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner