logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მიწის საკუთრებაზე გარკვეული შეზღუდვები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საფრთხეს არ შეუქმნის
- +

20 ივნისი. 2017. 13:20



„მიწის საკუთრებაზე გარკვეული შეზღუდვები პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საფრთხეს არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება არ ეხებათ მიწის არსებულ მფლობელებს.

 

„მიწის საკუთრებაზე გარკვეული შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ ვაწესებთ, არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის საფრთხეს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. პირველ რიგში ეს არის აუცილებელი პასუხი ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება ფორმები, როგორიც არის გრძელვადიანი იჯარა კვალიფიცირებული ინვესტორებისთვის, ამ გზით შესაძლებელია, რომ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შევუწყოთ ხელი ისე, რომ არანაირი შეფერხება არ მოხდეს. ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ არ არის რეტროაქტიული და არ ეხება არსებულ მფლობელობას, ესეც მინდა ვთქვა მკაფიოდ, რადგან ამაზეც დაისვა კითხვები", - განაცხადა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner