logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: გამოძიება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ძალიან მალე განცხადებას გააკეთებს
- +

20 ივნისი. 2017. 13:51



უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, გამოძიება აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ძალიან მალე განცხადებას გააკეთებს.


ერთი მიმართულება არ არის მუხთარლი, ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებები არსებობს და ცოტა ფართოდ შევეხეთ ყველაფერს. დღევანდელი შეხვედრა არ ემსახურებოდა იმას, რომ დეტალებში წავსულიყავით, არამედ ემსახურებოდა ზოგადად, მინისტრთან შეხვედრას და რომელიც არის ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის არის მუხთარლის საკითხიც, ის საქმე, რაზეც ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩაში, ბათუმის საკითხი და .." - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.


რაც შეეხება პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას, გოგიჩაიშვილის თქმით, საგამოძიებო კომისია იქმნება მაშინ, როდესაც უკმარისობის განცდა უჩნდებათ პარლამენტის წევრებს, საზოგადოებას გამოძიების საქმიანობასთან დაკავშირებით.


რადგან გამოძიება არ არის ბოლომდე დამთავრებული, შესაბამისად, ამ ეტაპზე, ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება არ არის რელევანტური და ადეკვატური. თუ ჩვენ ვნახავთ, რომ ვერ მივიღებთ პასუხს და გაგვიჩნდება ეჭვი, რომ არ არის ობიექტური, ბუნებრივია, შესაძლებელია, ეს საკითხი დადგეს დღის წესრიგში",- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner