logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, საქართველოსა და მოლდოვაში კი ჯარები ჰყავს
- +

7 აპრილი. 2016. 11:22



NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მოსკოვი უფრო აგრესიული გახდა.



მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რუსეთი, თავის მცდელობაში - აღადგინოს გავლენის სფერო საკუთარი საზღვრების გარშემო,მზად არის, გამოიყენოს სამხედრო ძალა, დააშინოს მეზობლები, შეცვალოს საზღვრები ევროპაში, მან მოახდინა ყირიმის ანექსია, აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზია, საქართველოსა და მოლდოვაში კი ჯარები ჰყავს".


სტოლტენბერგის თქმით, ამაზე საპასუხოდ NATO უფრო მომზადებული გახდა, ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალები სამჯერ გაიზარდა.



ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, NATO არ ეძებს რუსეთთან კონფრონტაციას და ცივი ომის დაწყებას არ აპირებს.



მისივე თქმით, NATO უნდა გახდეს უფრო ეფექტური „საწვრთნელი ალიანსი" და ამ მიზნით NATO წვრთნის სამხედრო ძალებს ავღანეთში, იორდანიაში, მოლდოვასა და საქართველოში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner