logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: გამობრძანდა ეს ლოთბაზარა გივი თარგამაძე და...
- +

20 ივნისი. 2017. 14:29


 

„გამობრძანდა ეს ლოთბაზარა გივი თარგამაძე და განაცხადა - ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს აზერბაიჯანელმა ბიზნესპარტნიორებმა სთხოვეს მუხთარლის ბაქოსთვის გადაცემა და მანაც თხოვნა შეუსრულაო. ე.ი. გივიამ მთლად ბიძინა ივანიშვილამდე ვერ გაქაჩა, მაგრამ მაინც იქვე, მის საახლობლოში, „მოძებნა" მუხთარლის „გატაცების" მთავარი ორგანიზატორი", - ამის შესახებ „საერთო გაზეთის" მთავარმა რედაქტორმა ვახტანგ ხარჩილავამ გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

„ძალიან მაინტერესებს, საგამოძიებო სტრუქტურებმა გივია თარგამაძეს რატომ არ მოჰკიდეს ყურში ხელი და რატომ არ უთხრეს - აბა, რასაც ლაპარაკობ, იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგინეო?! უბედურება ის არის, რომ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, „კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" ცილისმწამებლებს სრულ ხელშეუხებლობას უწესებს და უფლებას აძლევს, რაც ენაზე მოადგებათ, ყველაფერი არახუნონ, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი სიბინძურე დააბრალონ. დიახ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ალისტრახო-ელისტრახოებს კანონი აძლევს უფლებას, პატიოსანი ადამიანებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ იმოქმედონ", - განაცხადა ხარჩილავამ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner