logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: „გაცილების“ სცენა გულწრფელი იყო... სხვები მიხვდნენ, რა შარში გაყო თავი მათმა მეგობარმა
- +

20 ივნისი. 2017. 16:24


 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში ზაალ უდუმაშვილის შესახებ წერს:

 

„ზაალ უდუმაშვილი ჟურნალისტი არ არის და არც არასდროს ყოფილა. ის რომ ჟურნალისტი იყოს (კარგ ჟურნალისტზე არ მაქვს საუბარი) და არა სხვისი დაწერილი ტექსტის სუფლიორიდან გამხმოვანებელი, ნამდვილად ეცოდინებოდა, რომ:

 

1. „ნაცმოძრაობის" იმ სექტას, რომელსაც ის წარმოადგენს, არანაირი შანსი არ აქვს. არ აქვს თუნდაც იმის გამო, რომ „ნაცების" ხმები სამ ნაწილად გაიყოფა (ჩამოთვალო? ).

 

2. ჟურნალისტი არასდროს გაებმევა რაიმე ავანტიურაში. მითუმეტეს, წაგებულ ავანტიურაში (შეუძლია კონსულტაციები გაიაროს).

 

3. გუშინდელი „გაცილების" სცენა, ნამდვილად გულწრფელი იყო. გულწრფელი იმის გამო, რომ სხვები მიხვდნენ, თუ რა შარში გაყო თავი მათმა მეგობარმა და სავარაუდოდ, მართლა გულით იტირეს, მაგრამ, მას ამის თქმა ვერ გაუბედეს (მაინც დირექტორის მოადგილეა).

 

4. წარმატებები ზაალს" - წერს გაბრიჭიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner