ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4081 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4094 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6867 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0133 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.