არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„იძულებული ვარ დავწერო. გუშინ გახლდით საჩხერეში, კერძოდ ჭორვილაში ციცინო ბებოს მოსანახულებლად, ბატონი ბიძინაც იქ გახლდათ. ერთად ვისადილეთ, ჯამრთელია და არაჩვეულებრივად გამოიყურება მტრების ჯინაზე. მინდა სულით ავადმყოფებს და პოტენციურ მკვლელებს ვუთხრა, დაწყნარდით, საკუთარ ჯანმრთელობაზე იფიქრეთ. ადამიანები, რომლებიც ცუდს უსურვებთ ბიძინას და „ვენოკებით" დადიხართ, ხელმოცარული კუდიანები ხართ. უფალმა მოგკითხოთ და მოგაგოთ თქვენი სიმართლისამებრ", - წერს არქიმანდრიტი.