logo_geo
eng_logo
ხელისუფლება პროდიუსერებს ბათუმის საკონცერტო მოედანს უსასყიდლოდ სთავაზობს
- +

7 აპრილი. 2016. 11:49



ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე პროდიუსერებს ბათუმის საკონცერტო მოედანს სარგებლობისთვის სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზებს. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.


მისი თქმით, პროექტ Cheсk-in Georgia-ს ფარგლებში, ბათუმში საკონცერტო მოედნის მოწყობა იგეგმება, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე გახმოვანების აპარატურით, განათებით, სცენით, დაცვის მომსახურებით.

 

„ეს იქნება ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო შეთავაზება ქვეყნის მასშტაბით მოღვაწე პროდიუსერებისთვის, მომღერლებისთვის და მუსიკოს-შემსრულებლებისთვის. მათ მთელი ზაფხულის სეზონზე შეეძლებათ, სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლონ აღნიშნული სივრცით, დაგეგმონ ღონისძიებები, თავად განსაზღვრონ ბილეთის ფასი და მიიღონ შემოსავალი", - განაცხადა გიორგაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner