უშიშროების ყოფილი მინისტრის ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დიმიტრი ბათიაშვილი, დიმა, „არასერიოზული კაცის", „შნოს", „კირილეს ოდისეას", „ფრაგმენტები თბილისური ცხოვრებიდან", „სერგო ზაქარიაძე", „ბავშვობა", „ქერათმიანი ქალიშვილი" და ბევრი ქრთველი ხალხისთვის და თბილისელებისთვის საყვარელი ფილმების ავტორი და რეჟისორი. ადამიანი, რომელიც უყვარდა თბილისს, ბევრი ბაძავდა და ბაძავს დღესაც, რომელმაც თავისი შვილის ირაკლის დაჭერის გამო უნდობლობა გამოუცხადა მთელ სამყაროს და პროტესტის ნიშნად დიდი სევდით და ტკივილით წავიდა ამ ქვეყნიდან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით...
„если рассмотреть душу Степного волка, то он предстаёт человеком, которому уже как индивидуальности, как яркой личности написано роду быть не-мещанином -- ведь всякая яркая индивидуальность оборачивается против собственного "Я" и склонается к его разрушению...Лишь самые сильные из них вырываются в космос из атмосферы мещанской земли, а все другие сдаются или идут на комрпомисы, презирают мещанства и всё же принадлежат к нему, укрепляют и прославляют его, потому что в конечном счёте вынуждены его утверждать, чтобы както жить."
დიმა, შენ იმ განსაკუთრებულ პლიადას ეკუთვნი, რომელთაც სამართლიანად უწოდებენ „დიდ ადამიანებს", „ლეგენდას", ვინაიდან შენ შეძელი და გაარღვიე კომფორმიზმის ბორკილები, სულისშემხუთველი „პირობითობა" და ნიჭიერების, გონისა და სულის ნამდვილ თავისუფლებას ეზიარე.
„დიმა ბათიაშვილი, ნიაზ დიასამიძე და ავთო რომ ერთად მოდიოდნენ, ხალხი ჩერდბოდა და უყურებდა, ისეთი სანახავები იყვნენ", - ლიზა ვარაზის მოგონებიდან.
მშვიდად განისვენოს შენმა სულმა. შენი ნიჭიერება, სილამაზე, კაცთმოყვარეობა, მამულიშვილობა და კეთილშობილება შენ გენში, შენს შვილში და შვილიშვილში, შენ თაობაში გაგრძელდება და იარსებებს და ასე იქნება მარად", - წერს მაია ბათიაშვილი.