logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა პეტრო პოროშენკო ოვალურ კაბინეტში მიიღო
- +

20 ივნისი. 2017. 22:44



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პეტრო პოროშენკოს თეთრ სახლში უმასპინძლა. შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას ამერიკის სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესცენტრზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.


ჩემთვის დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტის მიღება ვაშინგტონში. უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები უკრაინაში მიმდინარე პროცესებში. ძალიან საინტერესო საუბარი შედგა ჩემსა და ბატონ პოროშენკოს შორის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.


მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო წლებში უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს აფასებს.


ოვალურ კაბინეტში ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისას პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი თავისუფლებისა და დემოკრატიის მოსაპოვებლად იბრძვის.


ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ეს ბატონმა პრეზიდენტმა საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner