logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ატარებს პრეზიდენტის სტატუსს, ასე იტყუებოდეს საზოგადოების წინაშე!
- +

20 ივნისი. 2017. 23:09



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის განცხადება, თითქოს პრეზიდენტის კომპეტენციები რაიმე ფორმით, არსებითად იზღუდება, ტყუილია. კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტი ტყუის ყველა სიტყვაში და ეს იმდენად შემაშფოთებელი რეალობაა, რომ ამისთვის თვალის გასწორებაც კი ძნელია. ამის შესახებ კობახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.


„თითქოს პრეზიდენტის კომპეტენციები რაიმე ფორმით, არსებითად იზღუდება, ეს არის ტყუილი. მე ამიტომ მსურდა დამჯდარიყო პრეზიდენტი ჩვენთან ერთად ეთერში და გვესაუბრა, თუ რა იზღუდება და რა არ იზღუდება. საზოგადოება მარტივად დარწმუნდებოდა, რომ პრეზიდენტი ტყუის და ჩვენს მხარეს არის სიმართლე. პრეზიდენტი ტყუის ყველა სიტყვაში. ეს იმდენად შემაშფოთებელი რეალობაა, რომ ამისთვის თვალის გასწორებაც კი ძნელია. არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ატარებს პრეზიდენტის, სახელმწიფო მეთაურის სტატუსს, ასე იტყუებოდეს საზოგადოების წინაშე.

 

პრეზიდენტთან დაკავშირებით არის ორად ორი ცვლილება, რომელიც შედის კონსტიტუციაში - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის კომპეტენციას, რომელიც ვენეციის კომისიის 2010 წლის რეკომენდაცია იყო. ეს რეკომენდაცია ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, შემდეგ უკვე მოიწონა. სუფთა იურიდიული მოსაზრებებიდან გამომდინარე ეს კომპეტენცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადადის. მეორე საკითხია უშიშროების საბჭო, სადაც მე დღეს ვარ წევრი. უშიშროების საბჭო არის აბსოლუტურად არაქმედითი ორგანო, რომლის მიზეზიც არის ის, რომ მოწყვეტილია კონსტიტუციურ ჩარჩოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner