კოალიციურმა ძალებმა აშშ-ის ხელმძღვანელობით, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" თვითმარქვია „უმაღლესი მუფთი" თურქი ალ ბინ-ალი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. აღნიშნავენ, რომ ტერორისტი, სირიაში ქალაქ მაიადინის დაბომბვის დროს 31 მაის დაიღუპა.
კოალიციის განცხადებით, ალ ბინ-ალი ტერორისტების შეკრებასა და ტერაქტების ორგანიზებაში ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებდა. როგორც "ისლამური სახელმწიფოს" მუფთი და "სულიერი ლიდერი," ის პროპაგანდას უწევდა ტეორორიზმსა და მკვლელობებს. ალ-ბინალი დაჯგუების ლიდერის აბუ ბაქრ ალ- ბაღდადის ერთ-ერთი მარჯვენა ხელი იყო.
11 ივნისს, რუსულმა მხარემ, ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მათი თქმით, ალ-ბაღდადი 28 მაისს, რაქაზე განხორციელებულ საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა.
უწყების განმარტებით, რუსულმა მხარემ შეერთებული შტატები სპეცოპერაციის შესახებ, წინასწარ გააფრთხილა. „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ადრეც არაერთგზის გავრცელდა, თუმცა არ დადასტურდა. ბოლოს, აბუ ბაქრ ალ ბაღდადის დაღუპვის შესახებ, ინფორმაცია ბრიტანულმა გამოცემამ გაავრცელა.