საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალური ქსელიში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ბრიუსელის პოლიცაში დამიდასტურეს სავარაუდო ტერორისტი აყვანისას მძიმედ დაჭრა პოლიციამ და ჰოსპიტალშია გადაყვანილი პოლიციის განსაკუთრებული დაცვის და მეთვალყურეობის ქვეშ..." - წერს ფოფხაძე.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის მეტროს ცენტრალურ სადგურზე ევაკუაცია გამოცხადდა. ცენტრალურ მოედანზე ყველა შესასვლელი დაკეტილია. ევაკუაცია მეტროში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც, პოლიციის თქმით, ე.წ. შაჰიდის ქამრიანი პირი დაინახეს. ის უკვე ნეიტრალიზებულია. ჯერჯერობით, უცნობია, რა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკეთა აღნიშნულ პირს. პოლიცია მოსახლეობას ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ყველა მეტროსადგურის ჩასასვლელს სამართალდამცველები და ჯარისკაცები აკონტროლებენ.