logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე ბრიუსელის ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
- +

21 ივნისი. 2017. 00:37



საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალური ქსელიში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბრიუსელის პოლიცაში დამიდასტურეს სავარაუდო ტერორისტი აყვანისას მძიმედ დაჭრა პოლიციამ და ჰოსპიტალშია გადაყვანილი პოლიციის განსაკუთრებული დაცვის და მეთვალყურეობის ქვეშ..." - წერს ფოფხაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის მეტროს ცენტრალურ სადგურზე ევაკუაცია გამოცხადდა. ცენტრალურ მოედანზე ყველა შესასვლელი დაკეტილია. ევაკუაცია მეტროში მას შემდეგ  გამოცხადდა, რაც, პოლიციის თქმით, ე.წ. შაჰიდის ქამრიანი პირი დაინახეს. ​ის უკვე ნეიტრალიზებულია. ჯერჯერობით, უცნობია, რა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკეთა აღნიშნულ პირს. პოლიცია მოსახლეობას ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.


ყველა მეტროსადგურის ჩასასვლელს სამართალდამცველები და ჯარისკაცები აკონტროლებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner