logo_geo
eng_logo
„მასთან ბრძოლა არავის შეჰმატებს ღირსებას“ - გია მაისაშვილი ბერი ნიკოლოზის გასახლებას ეხმაურება
- +

21 ივნისი. 2017. 01:23



პოლიტოლოგი გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში მამა გაბრიელის ერთადერთი სულიერი შვილის ბერი ნიკოლოზის გამოსახლებას ეხმაურება:

 

ვთხოვ მას, ვისაც ეხება ეს საკითხი მშვიდობიანად გადაჭრას იგი. ბერი ნიკოლოზი არის მდუმარებასა და თავმდაბლობაში ყველა გაჭირვებულისა და სნეულისთვის მლოცველი. მასთან ბრძოლა არავის შეჰმატებს ღირსებას. სადაც სიყვარულის და თანაგრძნობის ნაკლებობაა, იქ არც მომავალია. მე კი მჯერა თითოელი ჩვენგანი აღსავსეა სიყვარულითა და დიდსულოვნებით. ძირს სიძულვილი, რაც მტრობას დაუნგრევია ერთმანეთის ქომაგობამ უნდა აგვაშენებინოს. უფლის სასწაულმომქმედი მადლი იყოს ჩვენი და ჩვენი შვილების მფარველი, ჩვენი გამარჯვების მომტანი. ალალ მართალი კაცის დაჩაგვრა ხომ ჩვენი შვილებისა და მშობლების დაჩაგვრა იქნება", - წერს გია მაისაშვილი.


შეგახსენებთ, რომ მამა გაბრიელის ერთადერთი სულიერი შვილი ბერი ნიკოლოზი (მაქარაშვილი) ირაკლი გამრეკელის ქუჩაზე მდებარე ბინაში ქირით ცხოვრობდა, თუმცა ბინის მფლობელების მოთხოვნის საფუძველზე გაასახლეს და საცხვორებელ სახლში აღარ უშვენებ.  ადგილზე მრევლი შეიკრიბა, რომლებიც ბერი ნიკოლოზის ბინაში დაბრუნებას ითხოვს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner