ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ის საარჩევნო სიაში, დიდი ალბათობით, არ იქნება.
„საარჩევნო სიაში, დიდი ალბათობით, არ ვიქნები იმიტომ, რომ ვრჩები მმართველობით ნაწილში. რაც შეეხება თარიღებს, ის გამოცხადებულია. პრეზიდენტმა გადმოგზავნა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პრემიერმა კონტრასიგნაცია გაუკეთა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.