logo_geo
eng_logo
შსს-ში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიცია გამრეკელის ქუჩაზე გამოსახლებაში მონაწილეობს
- +

21 ივნისი. 2017. 01:42


 

„თბილისში, გამრეკელის 39-თან პოლიცია გამოძახების საფუძველზე გამოცხადდა", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ. მათი თქმით, პოლიცია ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის მისული და ისინი კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამართალდამცველები გამოსახლებაში ღებულობენ მონაწილეობას.


გამრეკელის 39-ში ამ დრომდე ხმაურია. შეკრებილები აცხადებენ, რომ ნიკოლოზ მაქარაშვილის მრევლის წევრები არიან. მას გამრეკელის ქუჩაზე დროებით საცხოვრებელ ბინაში მეპატრონის მოთხოვნის საფუძველზე არ უშვებენ. მისი ადვოკატის ინგა ბოლოთაურის განცხადებით, სამართლებრივად აპირებს ბრძოლას. შეკრებილები საცხოვრებელ ბინაში მის დაბრუნებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაშლას არ აპირებენ.


ვაკე- საბურთალოს სამმართველოს უფროსის ავთანდილ გალდავას განმარტებით, სახლის მეპატრონე ამბობს, რომ ემუქრებოდნენ და ამიტომ გამოიძახა პოლიცია. ადვოკატი ინგა ბოლოთაური ხელაძეების ოჯახს თაღლითობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სახლის მეპატრონე მის კლიენტს შეუთანხმდა, რომ ბინაში ცხოვრების სანაცვლოდ, ის სახლს გაარემონტებდა. ადვოკატის ინფორმაციით, გამრეკელის ქუჩაზე ის ორი წელია ცხოვრობს.


საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner