logo_geo
eng_logo
ბრიუსელში მომხდარ ინციდენტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა
- +

21 ივნისი. 2017. 02:20


 


პროკურატურის წარმომადგენელი ბრიუსელში აცხადებს, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით, 21:00 საათისთვის მომხდარ ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.


მისი განმარტებით, მეტროსადგურში აფეთქების ხმა გაისმა, რომელიც არ იყო ძლიერი. მისივე ინფორმაციით, პირს ჰქონდა ასაფეთქებელი ქამარი და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები, მისი განეიტრალება კი, ადგილზე მოხდა. მისი ვინაობა არ ხმაურდება. არ არის ცნობილი, იყო თუ არა ის კავშირში რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან.


ბრიუსელის მეტროს ცენტრალურ სადგურში ევაკუაცია იყო გამოცხადებული. მედიით ფაქტის ამსახველი ფოტომასალა გავრცელდა.


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner