logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: გულის სიღრმეში მწყინდა „სოფლელობაზე“ ლაპარაკი
- +

21 ივნისი. 2017. 02:48


 

„პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თუ ადამიანი მონდომებულია და ორიენტირებულია საქმის კეთებისკენ, ამ შემთხვევაში არ აქვს არსებითი მნიშვნელობა თბილისში დაბადებული არის თუ არა, ამას ნამდვილად მნიშვნელობა არ აქვს", - აცხადებს თბილისის მერი დავით ნარმანია "აიპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


- როგორი ყოფილა თბილისის მერობა არა თბილისელი ადამიანისთვის?


- პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თუ ადამიანი მონდომებულია და ორიენტირებულია საქმის კეთებისკენ, ამ შემთხვევაში არ აქვს არსებითი მნიშვნელობა თბილისში დაბადებული არის თუ არა, ამას ნამდვილად მნიშვნელობა არ აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში რა საკვირველია აქვს მნიშვნელობა, როცა საუბარია ისტორიულ, ძირძველ, სიღრმისეულ რაღაცებზე, თუმცა, ჩემთვის ამას ამ სამი წლის განმავლობაში რაიმე არსებითი დისკომფორტი არ შეუქმნია. მაქსიმალურად შევეცადე, რომ მიუხედავად ჩემი თბილისში არ დაბადებისა ჩემი ხელი არ დამეკლო თბილისისთვის და გამეკეთებინა ყველაფერი, რის გაკეთებაც შემეძლო არსებული რესურსებით, არსებული ადამიანებით და იმ გუნდით, რომლითაც მოვედი დედაქალაქის მერიაში.


- არ ბრაზდებოდით ხოლმე, როცა საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსებიც, „ჩამოსულს", „სოფლელს" „კოკელს" გეძახდნენ? გულის სიღრმეში არ გწყინდათ მაინც?


- გაბრაზებით ნამდვილად არ ვბრაზდებოდი, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც, ზოგიერთი ადამიანისგან მწყინდა, იმიტომ რომ ეს ადამიანები უფრო სხვანაირად უნდა აზროვნებდნენ და სხვანაირად უყურებდნენ მოვლენებს.


მითუმეტეს, როცა ეს ადამიანები ნაკითხი, ფართო მსოფლმხედველობის ადამიანები არიან... ასეთი ადამიანებისგან, ზოგიერთი მათგანისგან, სიმართლე გითხრათ მწყინდა კიდეც თავიდან, მაგრამ როცა ვაანალიზებდი ყველაფერს, რომ საქმის კეთება იყო ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ადამიანების ცალკეული მოსაზრებების ანალიზი, გადავიხარე იქითკენ, რომ საქმე უნდა მეკეთებინა და ასეთი მოსაზრებებისთვის არ მიმექცია ყურადღება. სწორედ ამან მომცა ის გარკვეული მნიშვნელოვანი შედეგი, რა შედეგიც დადგა ჩემი მერობის პერიოდში. ყოველთვის მომყავდა მეც და ჩემი მეგობრებიც უხვად მაწვდიდნენ სხვა ანალოგებს, როცა საქართველოშიც და საზღვარგარეთაც ძალიან ბევრი ადამიანი არ იყო დაბადებული იმ ქალაქში, რომლის მერობაც მოუწია, მაგრამ იყვნენ ძალიან წარმატებული მერები და არა მხოლოდ მერები, ზოგადად წარმატებული ადამიანები.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner