თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქამდე იმოქმედებს, ვიდრე რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს არ დატოვებენ.
„ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც დაწესდა სანქციები, ამიტომ ვიდრე ისინი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილს არ დატოვებენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შენარჩუნდება", - განაცხადა შონ სპაისერმა.