ბელგიის შს მინისტრის იან იამბონის განცხადებით, ბომბი, რომელიც გუშინ ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე ტერორისტს აღმოუჩინეს მნიშვნელოვანი სიმძლავრის იყო.
„ტერაქტი არ განხორციელდა ისე, როგორც ეს თვითმკვლელ ტერორისტს ჰქონდა დაგეგმილი. ტერორისტმა ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენა, თუმცა სუსტი სიმძლავრის აფეთქება მოხდა", - განაცხადა იან იამბონიმ.
გუშინ, ბრიუსელის პოლიციამ ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე მამაკაცის ლიკვიდაცია განახორციელა, რომელსაც თვითმკვლელის ქამარი ეკეთა.