logo_geo
eng_logo
სტამბოლში დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
- +

21 ივნისი. 2017. 12:04



სტამბოლში დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსულის თანაშემწემ, ლალი ნაკაიძემ განუცხადა.


მისივე ინფორმაცით, დაკავებულებს სახაზინო ადვოკატი იცავს. საქმის არსებითი განმხილველი სასამართლო პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის.


სტამბოლის პოლიციამ საქართველოს ხუთი მოქალაქე გუშინ დააკავა. როგორც საკონსულოში განმარტავენ, დაკავებულებს ჯგუფურ ყაჩაღობაში ედებათ ბრალი.


როგორც თურქული მედია წერს, ქართველებისგან შემდგარი ჯგუფი სტამბოლში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა. თურქულ მედიაში ასევე მოყვანილია დაკავებული ქართველების ინიციალები: მიხეილ ჯ (31 წლის), მამუკა ჯ (39 წლის), ტარიელ ს (46 წლის), ემზარ რ (54 წლის), მალხაზ გ (30 წლის).


აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს თურქმა სამართალდამცველებმა ხუთკაციანი ჯგუფი ანტალიაშიც დააკავეს, რომლებსაც ბრალად მანქანებისა და სახლების ძარცვა ედებათ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner